top of page

სიახლეები

  • ახალი სეზონის გადაღებები თებერვლის დასაწყისში დაიწყება, რადგან დილან ო'ბრაიენს ფილმ "ლაბირინთში მორბენალის" მეორე ნაწილში იღებენ და ჯერ არ სცალია. სერიალის ჩვენება კი ამერიკაში ივნისში დაიწყება და როგორც კი დაიწყება აუცილებლად გავახმოვანებთ. როგორც მესამე სეზონი, ეს სეზონიც ორ ნაწილად იქნება გაყოფილი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სეზონში 12-12-ის ნაცვლად, 10-10 სერია იქნება.

  • სტატიას სამწუხარო ამბავით დავიწყებთ იმაზე, რომ მეხუთე სეზონში სერიალს კიდევ ერთი მსახიობი დატოვებს. ცნობილია, რომ ეს არ იქნებიან არც სკოტი, არც სტაილსი, არც დერეკი, არც ლიდია, არც მალია და არც ლიამი. სავარაუდოდ (ჩვენი ვარაუდით) სერიალს კრის არჯენტის როლის შემსრულებელი დატოვებს. თუმცა შეიძლება ასე არ იყოს.

  • საბედნიეროდ ამ ცუდ ამბავს კარგი ამბავიც მოჰყვება. სერიალში ორი ძველი პერსონაჟი დაბრუნდება. თუ ვინ დაბრუნდება სამწუხაროდ ეს უცნობია. ვარაუდობენ რომ ეს ძველი ბოროტმოქმედებიდან იქნება ვინმე: ჯერარდი, ჯენიფერი, დიუქლეონი ან სხვა ვინმე. არაა გამორიცხული ერთ-ერთი იყოს დენი, რადგან როგორც ჯეფ დევისმა თქვა, ჩვენ ჯერ არ გვინახავს დენის სრული სახე. 

  • მეხუთე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და დიდი იდუმალება მალიას დედის ანუ "უდაბნოს მგლის" პოვნა იქნება.

  • ახალ სეზონში ბოლოს და ბოლოს გავიგებთ რა არსებაა პერიში.

  • ექიმი ვალაკი (სამთვალა კაცი ექოს სახლიდან) ამ სეზონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი იქნება. 

  • ექოს სახლის "საიდუმლო სართული", ანუ ზებუნებრივი არსებების ციხე ამ სეზონში ხშირად გამოჩნდება. მასზე უფრო ბევრს გავიგებთ.

  • საბედნიეროდ ამ სეზონში ახალი მითოლოგია შემოვა

  • მეხუთე სეზონის სცენარზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. სცენარისტები მსახიობებს შეხვდნენ, გაესაუბრნენ და მათი პერსონაჟების მომავალი განვითარება გააცნეს. სცენარისტებთან საუბრის შემდეგ ლინდენ ეშბიმ (შერიფი სტილინსკი, სტაილსის მამა) თავის თვითერში შემდეგი სახის თვითი გამოაქვეყნდა: „ახლახანს შევხვდი სცენარისტებს ჩემს პერსონაჟზე და მეხუთე სეზონის სთორილიანზე სასაუბროდ დაა... ჯანდაბააა!!! ვნახოთ რას უნდა ველოდოთ ამ სეზონში: სიყვარული, შიში, სიცილი, საიდუმლოებები, მეგობრობა, შიში, ექშენი, ოჯახი, მისტიკა დაა... უი შიში არ მიხსენებია?! ბეეევრი საშიში მომენტები გელით!!" - თქვა მსახიობმა.

  • ასევე ტაილერ პოუზიმაც (სკოტი) გაგვაცნო თავისი შთაბეჭდილებები სცენარისტებთან შეხვედრის შემდეგ. „ჯანდაბა, მეხუთე სეზონი ნამდვილი BadAss იქნება! (იგლუსხმება "მაგარი" ან გამაოგნებელი). სცენარისტებმა გამიმხილეს როგორ დაიწყება სეზონი და რა ინტრიგა იქნება ჩაგდებული დასაწყისშივე. შემიძლია ვთქვა, რომ მთლიან სეზონს მხოლოდ ამ ინტრიგის გამო გაოგნებით ვუყურებდი!“ - თქვა მან.

  • ვიცით, ამ სტატიამ მხოლოდ გააღვივა თქვენი სურვილები მეხუთე სეზონის ნახვისა, თუმცა რას გავაწყობთ, ასე ვართ ჩვენც :( ველით ახალ სიახლეებს მეხუთე სეზონზე და როგორც კი რაიმე გაირკვევა, აუცილებლად შეიტყობთ 

  • Facebook Basic Black
  • Twitter Basic Black
  • Instagram Basic Black
bottom of page